
ავტორი
Front News საქართველო
პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში კვლავ ცხოვრობენ, შეიძლება, სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ჩვენ რასაც ვხედავთ და მგონია, რომ სწორად ვხედავთ, უვიზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს მოსახლების ძალიან დიდი უმრავლესობა შეხვდა დადებითად. ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადება აღენიშნათ ან ტრაგიკულ შემთხვევებში სამგლოვიარო ცერემონიას დასწრებოდნენ, ეს აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს.
მთავარი არის ასევე ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩვენ დავიცვათ სანქციები, რომლებიც მოქმედებს და მივესალმმებით იმ ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო, სხვაგვარად ვერც იქნებოდა და ამ გადაწყვეტილების თანახმად, თითოეული ბორტი, თითოეული ხომალდი ასე ვთქვათ და თითოეული ავიაკომპანია გაივლის მკაცრ კონტროლს, მხოლოდ მათ შეეძლებათ ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა, ვინც არ არის სანქციას დაქვემდებარებული. ეს გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, იქნება განუხრელად დაცული.
შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ვითარებას, როდესაც ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და მეორე მხრივ, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ სანქციას, რომელიც დასავლურ სამყაროს აქვს დაწესებული, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე“, – განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს