Logo

თეა წულუკიანი – დაქეციანებულები რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა

პოლიტიკა
621
Frontnews image description

დაქეციანებულები რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა  თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების შესახებ განაცხადა. 

 

როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში არიან და სხდომებს არ ესწრებიან. 

 

მინისტრის განცხადებით, ველოტრეკი “ნაციონალებმა” გაყიდეს, რის გამოც ახლა ველოსპორტი “დაქცეულია”.

 

“ველობილიკების მშენებლობა ველოსპორტისათვის მნიშვნელობანია, ამათ, ამ დაქეციანებულებმა, რატომ არ მოვიდნენ დღეს,  რა საინტერესოა, გაყიდეს ველოტრეკი უზნაძის ქუჩაზე, რომელიც ჩემს ბავშობაში ძალიან წარმატებული იყო. დღეს,  პრაქტიკულად ეს სპორტი არის დაქცეული”, – განაცხადა წულუკიანმა. 

 

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში კულტურის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები