თეა წულუკიანი – ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი, მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ


ავტორი
Front News საქართველო
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ყველას მოუწოდა პირბადის ტარებისკენ და ასევე ხაზი გაუსვა, რომ სხდომაზე საუბარი შეეხო, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურები, რათა ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს კიდევ აქტიური.
“მე მინდა, ჩემი მხრიდან, ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორმე შევძლოთ და ერთმანეთი დავიცვათ, დავიცვათ საკუთარი თავი და უნებლიედ არ შევუწყოთ ხელი ჩვენივე, ან სხვისი სიცოცხლის დროზე ადრე დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურები, მათ შორის სოფლად, თუ პატარა ქალაქებში, ყველა გარემოში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს კიდევ აქტიური“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა