Logo

თეა წულუკიანი – ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული

პოლიტიკა
19.07.2023 / 13:17
Frontnews image description

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის პიერ-ალექსანდრე კრევოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

“აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, პიერ-ალექსანდრე კრევომ, რომელიც გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა, განაცხადა, რომ იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისივე შეფასებით, “სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას“.

 

აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ალექსანდრე კრევო საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას არასდროს იკავებდა და არ აქვს უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.

Advertisement