
ავტორი
Front News საქართველო
რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც, არც ჩრდილოვანი მმართველია, ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.
“ის როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რაც არ უნდა ეს მოგწონდეთ, არ მოგწონდეთ, თავის დროზე, შეგახსენებთ, მოქალაქეობაც წაართვით, ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას, და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია ეს არ არის უბრალო საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც ყველა მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი”, – განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს