თეა წულუკიანი – მათ აირჩიეს ომის მხარე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ იყოს დაპირისპირება, ე.წ. მეორე ფრონტი


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან ერთად, დელეგაციას ქმნის და მიემგზავრება კიევში, რაც თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ დელეგაციას სათავეში უდგას მაღალი თანამდებობის პირი და კონსტიტუციით, ერთ-ერთი პირველი პირი, შალვა პაპუაშვილი – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“ამ დელეგაციაში არ არის ომის პარტია. ეს რა თქმა უნდა, კარგია, ამის შესახებ ითქვა უკვე. რომ არ დაგიმალოთ, არც აქვს მნიშვნელობა, ისინი სად იქნებიან. მათ თავიანთი ადგილი გარკვეული დროა აირჩიეს და ვეღარ ერგებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. მათ თავიანთი ადგილი აირჩიეს – აირჩიეს ომის მხარე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ იყოს დაპირისპირება, ე.წ. მეორე ფრონტი, მოითბონ ხელი, იქნებ როგორმე ჩამოიშორონ ხელისუფლება და დაბრუნდნენ იქ, სადაც ყოფნა ენატრებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი