Logo

თეა წულუკიანი – მთავარია, მათ ნუ შეეხებათ გამჭირვალობა და მოთხოვნები

პოლიტიკა
1031
Frontnews image description

სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველმა გუნდმა პარლამენტში უპრეცედენტოდ ღია მოდელი შემოგვთავაზა, რომლის ანალოგიც არ ვიცი სადმე, თუ არსებობს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

“ზოგს კი არ მოსწონს ასეთი გამჭირვალობა და ეშინია, კიდევ საკუთარი არაპროფესიონალიზმის გამოვლენა, ვგულისხმობ ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც იმდენი ისაუბრა ბოლო წლებში გამჭვირვალობაზე, რომ უკვე გამჭვირვალობაზე, როდესაც მას შეეხო საქმე, უარი თქვა. ეს არის არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, თუ როგორ ქადაგებენ ერთს და ემხრობიან მეორეს, მთავარია, მათ ნუ შეეხებათ გამჭირვალობა და მოთხოვნები. ისინი გამჭვირვალობას სთხოვენ სხვას, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა ეს მათ უნდა შეეხოს.

 

ვფიქრობ, მიუხედავად მწვავე დებატებისა, რაც ამ შერჩევის პროცესმა გამოიწვია, ეს არის დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესი. არც ერთს მხარს არ ვუჭერ, არ მყავს რჩეული კანდიდატი. ვერ მეყოლება რჩეული კანდიდატი, ვინაიდან მმართველმა გუნდმა პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლებოდა, ამიტომაც ყველა ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში არის მიწვეული გასაუბრებაზე, არის თანასწორ კენჭისყრის პროცედურის წინაშე. უმნიშვნელოვანესია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხარს რომელიმე გვარს და სახელს კი არ ვუჭერთ, არამედ გამჭირვალე პროცესის შედეგად რომ შეირჩეს ის, ვინც დააგროვებს მეტ ხმას“, – განაცხადა წულუკიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები