
ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს, ნუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს სჭირდება გარკვეული გართობა და ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ, – ამის შესახებ განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანმა უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.
“როგორც ვიცით, ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ. შესაბამისად მას შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, გარკვეული გართობა და ამისათვის მას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ; მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის მიზეზი ის ვერ იქნება. მას უბრალოდ, არ გააჩნია, მით უმეტეს საპატიმროდან, ამისი რესურსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს