Logo

თეა წულუკიანი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა

საზოგადოება
283
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.

იქამდე წულუკიანი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა. ცენტრის თანამშრომლებთან გამართულ გაცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცენტრისა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერების აუცილებლობასა და კვლევის მნიშვნელობას კულტურის სფეროში დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის კანდიდატურა კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება. 

თაგები:

Advertisement