
ავტორი
Front News საქართველო
რაკი პატიმარი გადაიყვანეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო მოსაზრებები მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული. სხვა შემთხვევაში, ასეთი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც ახლა მომხდარა, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხიელ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე კომენტირებისას განაცხადა.
“რაც შეეხება პატიმარს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის გაიგებს, თუ გნებავთ შეიგნებს, რომ ის პატიმარია, აქვს უფლებები შეზღუდული, თავისუფალება აქვს აღკვეთილი, სწორედ ამიტომ არის პატიმარი და არა თავისუფალი ადამიანი.
შესაბამისად, როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის, რომ მკურნალობის კურსი დასრულებულია, რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში წუხელ გადაიყვანეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს