
ავტორი
Front News საქართველო
უკვე გავაკეთე არჩევანი და ყველას მინდა მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზებისკენ, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“თბილისში დღეს ჩვენ ხმას ვაძლევთ კახა კალაძეს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. არსად არ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“. ის არ უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ ბნელი წარსული ყველას გვახსოვს. ერთ მხარეს არის საქმე, პროგრესი, პერსპექტივა, სტაბილურობა და განვითარება, მეორე მხარეს კი არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები. ამიტომ არჩევანი არის მარტივი და მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს არაა სახლში დარჩენის დრო.
მაქვს მოლოდინი იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მარცხს არ დასჯერდება და შეეცდება ინციდენტების ორგანიზებას, მაგრამ ყველანი უნდა ვიყოთ მობილიზებულები. სახელმწიფო არ მისცემს გასაქანს მათ არცერთ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება არეულობისკენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს