Logo

თეა წულუკიანი – რატომ არ დაეკითხეთ უფრო კომპეტენტურს? ვიღაც გეტყოდათ, რომ გასწიე სპეცრაზმელები ჯებირის უკან და არ გაჩნდებოდა სიცოცხლის საფრთხე

პოლიტიკა
14.04.2025 / 14:41
Frontnews image description

“მე მგონი თქვენ ტყუით ბატონო გიორგი. სწორედ იმ ჩემი ვიცეპრემიერობის პოზიციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თქვენ, ჩვენდა ყველას სამწუხაროდ, მაკო გომურის და სხვა დასახიჩრებული პირების სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არც ერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი, ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა სხდომაზე მოწვეულ გიორგი გახარიას, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კომისიის წინაშე წარდგა.

წულუკიანი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას განცხადება, რომ ვინმეს [20 ივნისის ღამეს] რჩევა ჰკითხა, არის “მტკნარი ტყუილი“.

“რკინის კედელი არ იდგაო რომ იძახით. ეს რკინის კედელი ციდან ხომ არ დაეშვებოდა.  თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე ჩაწერილი, რომ მისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. რკინის ღობე ნამდვილად იყო, რომელიც თან ახლავს პარლამენტს რაც თავი მახსოვს. ეს ჯებირი ყოველთვის იყო თაღებში შემოსასვლელში. არ იყო საკმარისი? მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან, იუსტიციის მინისტრი იღლიით რკინის კედლებს? მოგეტანათ რკინის კედლები, ამხელა უწყება გქონდათ. ბრძანებაში არ წერია რკინის კედელი და ახლა იძახით რკინის კედელი არ იყოო. რაც იყო იმ ჯებირის უკან მაინც დაგეყენებინათ.

რატომ არ დაეკითხეთ უფრო კომპეტენტურს პროფესიით?! იმიტომ, რომ თქვენ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება არ გქონდათ. ვიღაც გეტყოდათ, ვინც იცოდა ეს, რომ გასწიე სპეცრაზმელები ჯებირის უკან და არც ერთს არ შეითრევდა აქციაზე მონაწილე თავის წიაღში და არ გაჩნდებოდა სიცოცხლის საფრთხე. ჰკითხეთ თუ არა ვიღაცას რჩევა? – თქვენ იძახით, „ვკითხე“, მე კიდევ ღიად გეუბნებით, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები