თეა წულუკიანი – სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ პატიმარს ცუდი ქცევა შეაწყვეტინოს


ავტორი
Front News საქართველო
მორიგ ჯერზე ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ლამის ცარიელ დარბაზებში ცდილობს, გააგრძელოს აჟიტირება თემით, რომელსაც ჰქვია ჰუმანიტარული საქმე მიხეილ სააკაშვილისა. ასე მოიგონეს ახლა, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ დებატებს.
წულუკიანის თქმით, სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი.
“მაგალითად, ზოგიერთ ევროპარლამენტარს უნდა ავუხსნათ, რომ მწერალთა სახლის შენობა, საიდანაც კომენტარს ვაკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობის ადგილია საქართველოსთვის და მისი კულტურისთვის. ამ შენობიდან თავის დროზე სააკაშვილმა სპეცრაზმის ძალით გაყარა მწერლები. არაერთი მათგანი ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა კიდეც. აქ დაავანა ისეთი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ მისი მაამებლობით იყო დაკავებული, მაგრამ ეს ალბათ, ყველაზე ნაკლებ ცოდვად ჩაითვლებოდა, მხოლოდ აქ რომ გაჩერებულიყო. შემდეგ მოხდა მკვლელობის, გაუპატიურების, ცემის, ტირანიის არაერთი გამოხატულება და ფაქტი. დღეს სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და ყველაფერზე მიდის, რათა კანონიერი სასჯელი აირიდოს. ის კრიმინალია და რასაკვირველია, უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, როდესაც პატიმარი რთულ ქცევას ირჩევს, საკუთარ თავს აზიანებს, ასეთ დროს ევროპული სასამართლო პასუხისმგებლობების საკითხს ორი მიმართულებით იხილავს.
“პირველი, აკეთებს თუ არა ყველაფერს პენიტენციური სამსახური, რათა გადაარწმუნოს პაციენტი, ამ შემთხვევაში, პატიმარი და აძლევს თუ არა ყველა ტიპის რჩევას, უწევს მზრუნველობას და სამედიცინო დახმარებას, რათა პატიმარი სწორ გზაზე დადგეს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესში. ვფიქრობ, ეს პირველი ტესტი პენიტენციურ სამსახურს ჩაბარებული აქვს და პასუხია, დიახ, სახელმწიფო ანუ პენიტენიური სამსახური ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
მეორე მიმართულებით პასუხისმგებლობა არის პატიმრის, რომელმაც უნდა გაითავისოს, რომ დააშავა, უნდა გაითავისოს, რომ ის სასჯელმისჯილი პატიმარია ანუ მსჯავრდებულია და ასეთ დროს ჩვეულებისამებრ, ადამიანს ევალება სასჯელის მოხდა და შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში პასუხისმგებლობა სრულად არის პატიმარზე, ვინაიდან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მას ცუდი ქცევა შეაწყვეტინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი – როგორც ჩანს, ბატონ იან კელის “ნაციონალური მოძრაობისა” და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული თან გაჰყვა, ყოფილი ელჩი ხშირად თავს გვახსენებს და კვლავაც განაგრძობს “პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას

თეა წულუკიანი – თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს

თეა წულუკიანი – “ევროპის სახალხო პარტია“ ყველაფერს ცდილობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი