თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს.
როგორც FrontNews-მა გაარკვია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრიმანის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე დაიწყო და ამაზე მოლაპარაკებები ბოლო ერთი კვირაა, მიმდინარეობს, პრეზიდენტი საფრანგეთში ელჩად სწორედ თეა წულუკიანს მიავლენს.
წულუკიანმა რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაშია, სავარაუდოდ, ვიზიტამდე თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკა სირაძე-დელონემ ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
თაგები:
თეა წულუკიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა