
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ ოპოზიციამ წარმატებული აქცია გამართოს.
“აქციების შესახებ არ მსმენია, სავარაუდოდ, რაღაც გამომრჩა. ალბათ, დიდად ყურადღებას აღარავინ აქცევთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია აქციებს გამართავს. მე აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ამომრჩეველში, საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ წარმატებული აქცია ჩატარდეს. შესაბამისად, პოლიტიკურად გაკოტრებული და სწრაფი ტემპით განლევად რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ოპოზიციას რასაკვირველია, ამისი რესურსი არ აქვს. ამიტომ ეს საინტერესო დიდად არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს