
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამია ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს და რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ არ მოიხდის ყველა იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა
“პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდგომ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს, შეიძლება, არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში. ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი და თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისათვის პასუხს მოსთხოვს”, – განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს