
ავტორი
Front News საქართველო
გავლენ, შევლენ, რას გადაწყვეტენ, სამწუხაროდ სულ ერთია, იმიტომ რომ ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ შეიძინა, რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც შრომობენ და ცდილობენ ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ პარლამენტში „არაფრის მაქნისი“ ოპოზიციაა.
“ძალიან სულ ერთია ჩემთვის ისინი პარლამენტში იქნებიან თუ არა, იმიტომ რომ ჯერ არ შედიოდნენ, ლანძღავდნენ იმ საკუთარ „მეს“, რომელიც შევიდოდა პარლამენტში. ქუჩაში იდგნენ და ამბობდნენ: „მე თუ შევალ, მე ვიყო ესა და ეს“. მერე ეს მე შევიდა პარლამენტში და დაიწყეს თავის მართლება. რისთვისაც შევიდნენ, იმას არ აკეთებენ – რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. ამის ილუსტრაცია ჩემ თვალწინ იყო, როდესაც მე ვიყავი პარლამენტში და შემოდიოდნენ. ამ დროს მე მთავრობაში წამოვედი და როდესაც „მინისტრის საათი“ მქონდა, იქ თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ისინი არაფრის მაქნისი ოპოზიცია არიან“, – განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს