თეა წულუკიანი – ვფიქრობ, რომ ჩვენ ვესწრებით ამ პოლიტიკური ძალის საბოლოო დასასრულს


ავტორი
Front News საქართველო
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ამ კრიზისს ვერ გადალახავს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ აღარ არსებობს ის, რასაც თავად უწოდებდნენ წლების მანძილზე – ხერხემალი, ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილს, რადგან ვანო მერაბიშვილი რაც საპატიმროდან გამოვიდა, მათი მოლოდინების მიუხედავად, ყველა ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკური რესურსი არის ნული, ან კიდევ ნაკლები. ასევე, აღარ არსებობს ლიდერი, რომელიც არის არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამნაშავედ ცნობილი და იხდის სასჯელს, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს.
რაც შეეხება ჭკუას, არის საზღვარგარეთ, ვგულისხმობ ადეიშვილს. ამიტომ მათ არ ემუქრებათ რაიმე ტიპის წინსვლა, წარმატება, თუ ისევ ძველ სახეებზე გააკეთებენ აქცენტს. ლიდერიც, ხერხემალიც და ჭკუაც ყველა არის მსჯავრდებული, ამიტომ ისინი არ გამოადგებიან.
ახალი ლიდერი ვერ გამოკვეთეს, ესეც პრობლემაა ხოლმე პოლიტიკური გაერთიანებისთვის და შეიძლება, კრიზისი ყველა პარტიას დაუდგეს, მაგრამ რაღაცა მომენტის შემდეგ, შიდა მუშაობის, ანალიზის, გადაფასების, თუ შეფასების შედეგად გამოკვეთენ ხოლმე ლიდერს. მათ ესეც ვერ შეძლეს და რეალურად ალბათ, ეს არ არის ის კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეძლებენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვესწრებით ამ პოლიტიკური ძალის საბოლოო დასასრულს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი – ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას

თეა წულუკიანი – ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვერავითარი გადატრიალება, ვერავითარი ცეცხლი ვერ იქნება ამ ქვეყანაში

თეა წულუკიანი – ანწუხელიძის გვარს, გმირის გვარს რომ ლაჩრები არიან დღეს ამოფარებულები და უპასუხისმგებლო მავნებლები, აი, იმ ანწუხელიძის ღირსება ჩვენ დავიცავით სტრასბურგში