
ავტორი
Front News საქართველო
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრაღაში წარმატებული ვიზიტი ჰქონდა.
მისივე თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აქტუალურია არა სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახელით პრემიერის წარმატებული ვიზიტი, არამედ ის, თუ რა ხდება „ნაცმოძრაობაში“.
“რა თქმა უნდა, კვლავ ვართ მომსწრე, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს, ქართველების, ჩვენი ხალხის სახელით ასეთი დონის წარმატებული ვიზიტი ჩაატარა, ჩვენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ ის, რა უთხრა მელიამ მგელიას და პირიქით. ანუ ის, თუ რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ჩამოშლის პირას არის.
არადა, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი დონის შესანიშნავი, წარმატებული ვიზიტი. მინდა, მადლობა ვუთხრა მას და მთელ მთავრობის გუნდს, ვინც ამ ვიზიტის წარმატება უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს