Logo

თეა წულუკიანმა და თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართეს

პოლიტიკა
29.01.2025 / 19:47
Frontnews image description

დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანთან.

საუბარი შეეხო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებების აღიარების თემას და ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების ჩატარების დათქმა საქართველოს ხელისუფლებისთვის წითელი ხაზია.

Advertisement