თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა

ავტორი
Front News საქართველო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა. მინისტრის პირველი მოადგილე იქნება კახა სიხარულიძე, რომელიც კულტურის სამინისტროს საერთაშორისო საკითხებზე იმუშავებს.
გარდა ამისა, წულუკიანის განცხადებით, მინისტრის მოადგილე იქნება სოსო გიორგაძე. გიორგაძე ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა და ის კულტურის სამინისტროში საქმიანობას 1 აპრილიდან შეუდგება. თეა წულუკიანის თქმით, გიორგაძე ახალგაზრდობის საკითხებს უხელმძღვანელებს და ამავდროულად, სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.
თეა წულუკიანის მესამე მოადგილე იოსებ ბაღათურია კი იქნება სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


