Logo

თეა ზაქარაძე – ძალიან დეტალურად გავიარეთ ყველა ის ნიუანსი, რაც დღეს პრობლემაა

პოლიტიკა
1393
Frontnews image description

პრემიერი შეგვპირდა, რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს, რაც ძალიან ვნებს ბიზნესს, – ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, განიხილეს ყველა მიმდინარე საკითხი.

“ყველა საკითხი, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის  დღეს მნიშვნელოვანი იყო განხილული და ყველა ჩვენს კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი. პრემიერი შეგვპირდა, რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს, რაც ძალიან ვნებს ბიზნესს. ახალ არჩევნებთან დაკავშირებით არ ყოფილა საუბარი და პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დეტალურად გავიარეთ ყველა ის ნიუანსი, რაც დღეს პრობლემაა”, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველი ბიზნესმენები შეხვდნენ.  შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები