თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების მხარდამჭერი აქცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების ნაწილი აქციას მართავს.
ისინი იმ სტუდენტებს უცხადებენ სოლიდარობას, რომლებსაც მათივე ცნობით, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს.
სტუდენტებთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.
აქციის მონაწილე სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელისუფლების დავალებით მოქმედებს.
დღეს, 10 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. მანამდე კი ნაწილს ფულადი ჯარიმა დააკისრეს.
თაგები:
სტუდენტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს