Logo

თეიმურაზ კუპატაძე – ამ დროისთვის დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი

სამართალი
1499
Frontnews image description

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული.

 

მისივე თქმით, საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გაგრძელდება და დაკავებულების რაოდენობაც გაიზრდება.

 

“სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

Advertisement