Logo

თეიმურაზ მღებრიშვილი – ლილოს ბაზრობაზე დამწვარია დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრი, როგორც სასაწყობე, ასევე მაღაზიები

შემთხვევა
28.01.2025 / 18:17
Frontnews image description

ამ დროისთვის ლილოს ბაზრობაზე დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვადრატული მეტრი, როგორც სასაწყობე ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებული არავინაა.

“ამ დროისთვის ლილოს ბაზრობაზე დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვადრატული მეტრი, როგორც სასაწყობე ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მიზეზზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

თაგები:

ხანძარი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები