
ავტორი
Front News საქართველო
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ინფორმაციას ნარეკლიშვილი თავად ადასტურებს და გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
„ჩემი გადაწყვეტილება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. მე აღარ ვაპირებ, კენჭი ვიყარო მერის თანამდებობაზე. ამიტომ პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პროცესი განახორციელოს საკუთარი კანდიდატის ინტერესების გათვალისწინებით. ახალ თავმჯდომარეს კი, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, თუმცა ყრილობა როდის გაიმართება, ეს ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.
შოთა ნარეკლიშვილი 2017 წლიდან თელავის არჩეული მერია, ხოლო 2018 წლიდან არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჯერჯერობით უცნობია, ვის დაასახელებს პარტია მერობის კანდიდატად და ვინ დაიკავებს პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს