
ავტორი
Front News საქართველო
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმდა.
თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის ნაცვლად, 109-ე მუხლით გაგრძელდება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვანო ზანდარაშვილმა, თავისივე სამსახურებრივი იარაღით, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურა საჩიშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს