თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
თელავში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გამთენიისას სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს