თემქაზე 24 წლის ბიჭს საყურის გამო თავს დაესხნენ


ავტორი
Front News საქართველო
თემქაზე 24 წლის ბიჭს საყურის გამო თავს დაესხნენ. ის სკვერში გადაადგილდებოდა, რა დროსაც თანაუბნელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავში რკინის ხელჯოხი ჩაარტყეს.
ახალგაზრდა, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს, საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, მისი შვილი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია და ჩაცმის საკუთარი სტილი აქვს, ზოგჯერ კი საყურეს ატარებს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმაში 3 არასრულწლოვანი მონაწილეობდა.
დაზარალებულის დედა დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
თაგები:
თავდასხმა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს