
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, მონადირის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მონადირის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიან შენობაზე.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. პირველი მორეაგირე ჯგუფები ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მათი ინფორმაციით, შენობაში განთავსებული იყო საწყობი და ავეჯის საამქრო. შენობის სიახლოვეს არის დასახლებული ტერიტორია და არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად საშიშროების თავიდან არიდება დროულად მოხერხდა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური", – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს