
ავტორი
Front News საქართველო
იმ ფონზე, როდესაც რუსეთი თვითმკვლელობით არის დაკავებული, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ჩვენ რატომღაც გვინდა გადავყვეთ თვითმკვლელ რუსეთს, ჩავყვეთ სამარეში, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი, საქართველოსგან განსხვავებით ახერხებს სუვერენული ინტერესების დაცვას.
“იმ ფონზე, როდესაც რუსეთი თვითმკვლელობით არის დაკავებული, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ჩვენ რატომღაც გვინდა გადავყვეთ თვითმკვლელ რუსეთს, ჩავყვეთ სამარეში. აზერბაიჯანი, რომელსაც საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ახერხებს თავისი სუვერენული ინტერესების გატარებას, მიუხედავად იმისა, ზეწოლა და წნეხი რუსეთისა და არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან, ძალიან დიდია.
ცნობისთვის, რუსეთმა სცადა ალიევის ჩანაცვლება სხვა ოლიგარქებით, ისეთი სქემის გათამაშებით, რაც საქართველოში განახორციელეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. აზერბაიჯანმა მინიმუმ, ერთ რუსეთის ელჩს უარი უთხრა აკრედიტაციაზე, იქედან გამომდინარე, როგორც იქცეოდნენ ისინი. ამ ყველაფერთან ერთად ინარჩუნებენ ცივილურ ურთიერთობას. ამას ვერ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება. რომელსაც ძალიან შავ-თეთრ ფერებში გადააქვს ყველაფერი და აცხადებს, რომ თუ ამას არ გავაკეთებთ, ომი იქნება – “აბა, ომი გინდათ?“ , – განაცხადა იაკობაშვილმა.
თაგები:
რუსეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს