Logo

თემურ მღებრიშვილი – დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრი, დაშავებული არავინ არის

საზოგადოება
3 დღის წინ / 11:27
Frontnews image description

ამ დროისთვის, დაახლოებით, დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრი, დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 30 სახანძრო სპეციალური ტექნიკა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებული არავინაა.

“112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, 5 წუთში მოვიდნენ ეკიპაჟები ადგილზე.  დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 30 სახანძრო სპეციალური ტექნიკა, რამაც მოგვცა ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნის საშუალება. იყო გავრცელების რისკის საფრთხე, რა თქმა უნდა. ამ დროისთვის, დაახლოებით, დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრი. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის.

ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, ამ დროისთვის. რაც შეეხება პაციენტებს, ოპერატიულად იყო მობილიზებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და ამ დრომდე მიმდინარეობს პაციენტების გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში.

მიზეზებზე ვერ მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ და მოგვიანებით გახდება, ალბათ, ცნობილი”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი 06:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია ბაზრის სასაწყობე ფართები, მაღაზიები. გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები