Logo

თემურ მღებრიშვილი – ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს

საზოგადოება
1197
Frontnews image description

ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს. დღეის მონაცემებით, დაკარგულთა რიცხვი არ გაზრდილა, – ამის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

 

“თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვიტყვი, თუმცაღა ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ გონივრული ვადა, ერთი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, ლოგიკურად. 

 

ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, არ გაზრდილა და თუ მსგავსი ინფორმაცია შემოვა, მოხდება პირველ რიგში, ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები