Logo

თენგიზ ფხალაძე – საქართველო სრულ იზოლაციაში ექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს დაკარგავენ აზიური და აღმოსავლური ქვეყნებიც

პოლიტიკა
1278
Frontnews image description

საქართველო სრულ იზოლაციაში ექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს დაკარგავენ აზიური და აღმოსავლური ქვეყნებიც, – ამის შესახებ Front News-ს ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან სახიფათო ტენდენცია დაიწყო.

“ეს მიანიშნებს ძალიან სახიფათო ტენდენციაზე, ჩვენ იზოლირებული ვხდებით იმ ფორმატებიდან, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ლაპარაკი მაქვს ორ ისეთ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაგალითად უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგანაც რეგიონში საფრთხეების ისეთი დინამიკაა, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა და ინტენსიურად უნდა ვსაუბრობდეთ მიუნხენში, სადაც  წარმომადგენლობითი ფორუმია  და იქ არ მივდივართ. მეორე ეს არის დავოსი, სადაც განიხილება ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხები. დღესდღეობით გამოდის, რომ ვართ ჩაკეტილები ძალიან ვიწრო ჩარჩოებში და რეალურად ჩვენი ურთიერთობები რეგიონის სახელმწიფოების იქით ვეღარ მიდის. დასავლურ ფორმატებში ურთიერთობის გაფუჭება ძალიან უარყოფითად აისახება.

ჩვენს  მიმართ  აზიური თუ აღმოსავლეთის სახელმწიფოების მხრიდან ინტერესი განპირობებული იყო ყოველთვის იმ მხარდაჭერით, რომელიც ევროპიდან მომდინარეობდა. ჩვენ თუ ამას დავკარგავთ, საქართველოს  მიმართ ინტერესი ძალიან, ძალიან დაეცემა“, – განუცხადა Front News-ს ფხალაძემ.

ექსპერტის აზრით, ქვეყანა ღრმა კრიზისშია და ამ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნებია.

“ყველაზე ცუდი სამწუხაროდ, რაც არის, არანაირი ქმედება ხელისუფლების არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მათ გააზრებული აქვთ ეს კრიზისი და ცდილობენ იქიდან გამოსავლის ძიებას. რაც ბოლო პერიოდში ხდება თავდასხმების სერიას ვგულისხმობ, მხოლოდ ამძიმებს ვითარებას.  ეს არია ძალიან ცუდი, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე საქართველოსთვის, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, შესაბამისად ამის გაგრძელება იქნება ძალიან ცუდი, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

უნდა გადაიდგას სწორი პოლიტიკური ნაბიჯები, ქვეყანა ღრმა კრიზისშია, ქუჩაში ხდება საქმის გარჩევები და ცემა-ტყეპაზეა გადასული პოლიტიკური პროცესი. გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ფხალაძემ.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება. მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი. საქართველო არცერთ მათგანში არ მონაწილეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები