
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, – „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი – მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის მჭიდრო მოკავშირეა?”
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ადრე ხმამაღლა მაინც არ ამჟღავნებდნენ სამიზნეს.
“შენ გაიხარე! ჩვენ რომ გვეთქვა ასეთი განწყობა აქვთო, აბრალებენო იტყოდნენ. მხოლოდ მართლმადიდებლებზე არ ფიქრობს ხელისუფლება, მაგრამ ამისთვის არ უთქვამს. მთავარი მესიჯია, რომ ეკლესია ხელისუფლების მოკავშირეა და ,,პროგრესის” წინააღმდეგი. ადრე ხმამაღლა მაინც არ ამჟღავნებდნენ სამიზნეს. ახლა პირდაპირ საუბრობენ. თვლიან, რომ ამის დრო დადგა. ცდებიან. ძალიან ცდებია“,- წერს თენგიზ შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს