
ავტორი
Front News საქართველო
სენატორმა შაჰინმა დამკვირვებლად უნდა ჩავიდე საქართველოში არჩევნებზეო, ის რაც ტრამპის მიმართ განახორციელეს, ჯერ სასამართლო დევნა, შემდეგ ზიზღის კამპანია და ბოლოს, სასიკვდილოდ გამეტება სამართლიანი საარჩევნო გარემოს კლასიკური ნიმუშია? – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
“ახლაც თქვან ვიღაც უტვინოებმა და ტვინიანმა აგენტებმა, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო. თუმცა ეს აგენტები და სასარგებლო იდიოტები ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ გამეტებას და მუქარებს “გაპრავებას” დაუწყებენ პატრონების დავალებით. აი, ნახავთ.
სენატორმა შაჰინმა დამკვირვებლად უნდა ჩავიდე საქართველოში არჩევნებზეო. კითხვა მაქვს, ის რაც ტრამპის მიმართ განახორციელეს, ჯერ სასამართლო დევნა, შემდეგ ზიზღის კამპანია ხელისუფლების დონეზე და ბოლოს სასიკვდილოდ გამეტება სამართლიანი საარჩევნო გარემოს კლასიკური ნიმუშია? აქ რის დასამკვიდრებლად აპირებს ჩამოსვლას? არჩევნების დასაკვირვებლად რომ არა ნათელია, ალბათ ისეთივე “სამართლიანი” გარემოს დასამკვიდრებლად, ანუ ასარევად”, – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს