
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ილონ მასკი გააკრიტიკა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღია მხარდაჭერის გამო და მის განცხადებას უცხოური ჩარევა უწოდა.
შარმანაშვილის განცხადებით, თუ მასკის მიერ აზრის დაფიქსირება უცხოური ჩარევაა, საქართველოში ევროპელი პოლიტიკოსების ოპოზიციის აქციებზე გამოსვლა და ამერიკელი ოფიციალური პირების ქვეყნის საქმეებში ჩარევა, შიდადემოკრატიული პროცესი ვერ იქნება.
“მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს. კაცო, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში? აღარაფერს ვამბობ ამერიკის ოფიციალური პირებისა და კონგრესმენების პირდაპირ ჩარევებზე”, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს