
ავტორი
Front News საქართველო
კარგად დაუკვირდით ამას. კარგად გაიაზრეთ. ესენი დემოკრატები და პროამერიკელები არ არიან. მათი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია გაცილებით მეტია მათთვის, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები. ამერიკელი და ევროპელი პატრიოტებიც კი საძულველია მათთვის. ტყუილად არ ეძახიან ამათ კონსერვატიული ამერიკელები ნეომარქსისტებს და ნეოტროცკისტებს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ანალიტიკოს გია ნოდიას განცხადებას, რომლის თქმითაც, „ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა”.
შარმანაშვილის განცხადებით, როგორც მარქსისტებისთვის იყო მთავარი მსოფლიო რევოლუციის იდეა, ოჯახის ინსტიტუტის არქაულ წარმონაქმნად გამოცხადება, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების ნიველირება მსოფლიო რევოლუციის იდეების ფონზე, რელიგია ოპიუმად მიაჩნდათ ხალხისთვის, სწორედ ასეა გია ნოდიასა და მისი თანამოაზრეებისთვის.
“კარგად დაუკვირდით ამას. კარგად გაიაზრეთ. ესენი დემოკრატები და პროამერიკელები არ არიან. მათი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია გაცილებით მეტია მათთვის, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები. ამერიკელი და ევროპელი პატრიოტებიც კი საძულველია მათთვის. ტყუილად არ ეძახიან ამათ კონსერვატიული ამერიკელები ნეომარქსისტებს და ნეოტროცკისტებს. როგორც მარქსისტებისთვის იყო მთავარი მსოფლიო რევოლუციის იდეა, ოჯახის ინსტიტუტის არქაულ წარმონაქმნად გამოცხადება, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების ნიველირება მსოფლიო რევოლუციის იდეების ფონზე, რელიგია ოპიუმად მიაჩნდათ ხალხისთვის, ისეა ამათთვისაც. ამას ვინც ვერ ხედავს, იმასთან საუბარიც არ ღირს უკვე. ფერისცვალების გათამაშება უნდათ, მაგრამ იმდენად მოწამლულები არიან, აზრების ბოლომდე შენიღბვაც არ შეუძლიათ. ერთი არის კარგი, როგორც სახარებაშია, ცხვრის ქურქში გახვეული მგელი უფრო საშიშია. ესენი ცხვრის ქურქში ბოლომდე ვერ ეხვევიან, ეშვები მაინც უჩანთ“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს