
ავტორი
Front News საქართველო
ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე წერს.
“ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი.
ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა. დიდი მადლობა ამირან ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის!”, – წერს ცერცვაძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს