
ავტორი
Front News საქართველო
ვემუდარები მოსახლეობას, გთხოვთ, დროზე მოვეგოთ გონს და რადიკალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება კოვიდპანდემიის მიმართ, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, პანდემიის აგრესიული განვითარების შესაჩერებლად, საჭიროა დღეში 30-50 ათასი აცრა ჩატარდეს.
ცერცვაძემ სტატისტიკაზე პოლიტიკური აქციების გავლენასაც გაუსვა ხაზი.
“თითქმის ორი თვეა, თითქმის ყოველდღე იმართება ხალხმრავალი აქციები. ეს პერმანენტული აქციები იმართება და ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო. არც ჩანს, რომ ახლო მომავალში აქციებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ. ერთადერთი შედეგი, რაც აქციებით დაიდო, ეს არის კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობის კატასტროფული ზრდა. ეს ეხება ორივე მხარს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. არაფერი ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად“, – აცხადებს ცერცვაძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს