
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ მხრიდან იმის მტკიცების მიუხედავად, რომ ეს იქნება “შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის ევრორემონტი“, შეხვედრის შემდგომ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ არანაირი ფანჩატურის მსგავსი ეს არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამყარდა წარმოდგენა, თუ რა არის აუცილებელი იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისთვის, რის გარეშეც მისი თქმით, საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებს.
“სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით, რომ ამაზე ვიმუშავებთ. როგორც ვნახეთ, პრეზიდენტის მხრიდან საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზეც. ახლა მნიშვნელოვანია, მათ შორის პრინციპების ირგვლივ პოზიციების დაახლოება და ამაზე შეთანხმება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. თუ გადახედავთ ყველა წარმატებულ მაგალითს იმ ქვეყნებისა, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში ევროკავშირში გაწევრიანება შეძლეს, ეს ყოველთვის იყო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთიანობის შედეგად. მოცემულობაში ეს წარმატებული მაგალითი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, საქართველოში, ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პროცესის დაგვირგვინება წარმატებულად შევძლოთ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები დღეს დაიწყო.
თაგები:
თეონა აქუბარდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს