თეონა აქუბარდია – არა და არასდროს კი არა, ან ახლა, ან არასდროს


ავტორი
Front News საქართველო
არა და არასდროს კი არა, ან ახლა, ან არასდროს, – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი შეფასებითი ნაწილიდან მოქმედებით ნაწილზე დროულად უნდა გადავიდეს.
“პრეზიდენტის განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ კონსტიტუცით განსაზღვრული ევროპული ინტეგრაციისათვის ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს, რაც ვფიქრობ, უნდა ყოფილიყო საგანგაშო სიგნალი. შეფასებით ნაწილში პრეზიდენტი სწორ პოზიციაზეა, მაგრამ შეფასებითი ნაწილიდან მოქმედებით ნაწილზე უნდა გადავიდეს და ქმედებები მის მიერ გაკეთებული შეფასებებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
არ ვამბობ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება შეცვლიდა ქვეყანაში სიტუაციას, მაგრამ ხელისუფლების მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორების მცდელობა იქნებოდა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
“ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის“ საჭიროების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების მიუხედავად, ის ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. საზოგადოების მოლოდინს, რომ შესაძლოა, მას პოლიტიკური პატიმრეები შეეწყალებინა, პრეზიდენტმა თავისი ცნობილი ფრაზით „არა და არასდროს“ უპასუხა.
თაგები:
თეონა აქუბარდია

სალომე სამადაშვილი – ჩვენ ან ახლა ვიბრძოლებთ და დავიცავთ საქართველოს, ან სახელმწიფო კი არა, ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება

ვლადიმერ პუტინი – მე კი არა, თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები დაუყოვნებლივ და არა ილაპარაკოთ ამაზე ათეულობით წელი

თეონა აქუბარდია – მაინტერესებს რა გზავნილით მიდის პრემიერი და საერთოდ მიდის თუ არა ნატო-ს სამიტზე