
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდეთ და არც ერთი სიტყვა ამ პროგრამაში არ გითქვამთ, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციასთან დაკავშირებით, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.
“ასობით ათასი დევნილისთვის, რომელთა ოცნებაც დეოკუპაციაა, არ გაქვთ არანაირი დაპირება მათთვის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ასობით ათასი მოქალაქისთვის არცერთი სიტყვა არ გითქვამთ. როცა თამაზ გინტურის ოჯახი მკვლელების ვინაობის გასაჯაროებას და დასჯას ელოდება, მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ამ კუთხით პასუხი გასცეთ ოჯახს?!” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: “0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო”.
თაგები:
თეონა აქუბარდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს