თეონა აქუბარდია – გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე მნიშვნელოვანია კონსენსუსის შესაძლებლობა საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის


ავტორი
Front News საქართველო
“2%-იანი საარჩევნო ბარიერი იძლევა შესაძლებლობას, პარლამენტში მხოლოდ 2 პარტია არ იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ცვლილება გენერალური პროკურორის არჩევასთან მიმართებაში.
“დიდი ხანია, გვესმის, რომ პროკურატურა და პროკურორი დამოუკიდებელი არ არის და ხელისუფლების ნების გამტარებელია. პროკურორის არჩევა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ხდება. მნიშვნელოვანია, გაჩნდეს უმრავლესობისა და ოპოზიციის კონსენსუსის შესაძლებლობა, რათა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოვილაპარაკოთ ისეთ კანდიდატურაზე, რომელსაც ექნება მრავალპარტიული მხარდაჭერა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს