თეონა აქუბარდია – კარასინის განცხადებას ჰყავს ორი ადრესატი, დასავლეთი და საქართველოს ხელისუფლება


ავტორი
Front News საქართველო
კარასინის განცხადებას ჰყავს ორი ადრესატი, დასავლეთი და საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადება, რომ სანქციებთან დაკაშირებით საქართველოს პოზიცია რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩება და ქართულ-რუსულ ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი, საქართველოს ხელისუფლებისთვის უხერხულობის შემქმელი არ აღმოჩნდება.
“კარასინის განცხადებას, რომელიც იყო საქებარი ხელისუფლებისთვის, ჰყავს 2 ადრესატი. ერთი არის დასავლეთი, რომელსაც ეუბნება, მისი პარტნიორი და მოკავშირე რუსეთთან მიდის და მეორე, არის თვითონ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც აქებს და პირდება, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საომარი მოქმედებებით არ მიაღწევს თავის ინტერესებს. სხვა დანარჩენი სახეზეა და მათ შორის, არგაღიზიანების პოლიტიკამაც რომ კრახი განიცადა ბორდერიზაციით და მცოცავი ოკუპაციით, ეს არის მოცემულობა. არ მგონია, რომ უხერხულობის გრძნობა შექმნას ამან ხელისუფლებაში, ეს არის გამიზნული პოლიტიკა“ , – განაცხადა აქუბარდიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში ქართულ-რუსული საექპერტო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც . მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
თაგები:
თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

თეონა აქუბარდია – მივმართავ საელჩოებს, შეაფასონ და დაგმონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გადადგმული ეს ახალი განზომილება

ზურაბ ქადაგიძე – ორი მტერი ჰყავს საქართველოს – რუსეთი თავისი საოკუპაციო რეჟიმით და ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსული და ახლანდელი მავნებლობებით