თეონა აქუბარდია – საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩვენს მოქალაქეებს აწვიმთ

ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე ისაუბრა.
“ქალბატონი ციცო ელიაშვილის სახელით მინდა მოგმართოთ. ეს ქალბატონი 2013 წლიდან ცხოვრობს სოფელ ზარდიანთკარში და 2012 წლიდან, როდესაც ეთნიკურად ქართველმა მოსახლეობამ შეძლო დაბრუნება სოფელში, მას შემდგომ ამ სოფლებში ჩვენს მოქალაქეებს აწვიმთ. ეს არის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახები. საუბარია 30 ოჯახზე, რომელთაც 2021 წელია და მთავრობამ ვერ შეძლო, რომ მათ სახლებში არ აწვიმდეთ და მათი სახლები არ იყოს იმ რისკის წინაშე, რაც სიცოცხლისთვის არის შეუთავსებელი და საშიში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობას და გორის მუნიციპალიტეტს მიმართა და სთხოვა, რომ იზრუნონ სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრების მოქალქეების პრობლემების მოგვარებაზე.
“კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ზარდიანთკარელების პრობლემები დროულად მოაგვარონ იმისთვის, რომ მათ ეს მძიმე ზამთარი არ გადააგორონო ისე როგორც წლებია ეს კეთდება და მოგვარდეს ის პრობლემა, რასაც ამდენი ხანია ეს მოქალაქეები ითხოვენ“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
თაგები:
თეონა აქუბარდია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


