
ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის მტრად გამოცხადება და ტოლობის ნიშანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბუნებრივია, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და დასავლეთის რეაქციები და მოწოდება ვერ იქნება მამუკა მდინარაძის განმარტების საპირწონე , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ” ქართულ ოცნებას” რეალურად უნდოდა გამჭვირვალობა, ძალიან მარტივად შეეძლოთ გრანტების შესახებ კანონში პატარა ცვლილების შეტანა.
“ქართული ოცნება” ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს ძალიან კარგად ხედავს, რომლის წინააღმდეგაც პარლამენტში ჭიდილი მიდის. რა თქმა უნდა, ამ მოცემულობაში აღნიშნული კანონი, მით უფრო, წინასაარჩევნოდ, გამოიწვევს არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლის მნიშვნელოვან შეფერხებას, არამედ ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაყოფასა და პოლარიზაციას, რაც დიდ რისკებს ქმნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დასავლეთის მტრად გამოცხადება და ტოლობის ნიშანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბუნებრივია, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და დასავლეთის რეაქციები და მოწოდება ვერ იქნება მამუკა მდინარაძის განმარტების საპირწონე.
როდესაც გვეუბნებიან, რომ ამ ყალბი გამჭვირვალობის კანონით საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცდება ხდება, ესეც მორიგი ტყუილია, რადგან ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს არყევს, ოკუპანტი რუსეთია. თუ ” ქართულ ოცნებას” რეალურად უნდოდა გამჭვირვალობა, ძალიან მარტივად შეეძლოთ გრანტების შესახებ კანონში პატარა ცვლილების შეტანა” , – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თაგები:
თეონა აქუბარდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს