
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ირაკლი ბერაიასთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. აქუბარდიას თქმით, ირაკლი ბერაიას სასამართლოში თავის მართლება მოუწევს.
“გაჩერებას არ ვაპირებ. “ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ, ერთი მხრივ, სახალხო დამცველს მივმართოთ. ასევე ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო. ირაკლი ბერაიას სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება მოუწევს.
“ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ეს კაცი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას მოაშოროს, რადგან ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. ბევრს ეგონა, რომ არ გადადგებოდა და გადადგომა მოუწია. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და მის მობრუნებას გაგახსენებთ. ბერაიას რა არ ჰგონია, ეს არ ნიშნავს, რა ელოდება მას. რამდენჯერაც კომიტეტის სხდომაზე შევალ, იმდენჯერ ბატონი თავმჯდომარის ნაცვლად, მას ვუწოდებ იმას, რასაც იმსახურებს – გაჩუმებას და გაჩერებას არ ვაპირებ. თუ სურთ, ამ თანამდებობაზე ირაკლი ბერაია გაგორებული ფალავანივით ჰყავდეთ, ვნახოთ, რამდენს წააგებენ ამის გამო“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თაგები:
თეონა აქუბარდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს