თეონა თამაზაშვილი – დააშინეს და ათქმევინეს, რა უნდა ვიფიქრო სხვა


ავტორი
Front News საქართველო
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი შვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა.
“დააშინეს და ათქმევინეს. რა ვიცი რა ზეწოლა მოახდინეს, რით დაემუქრნენ, ალბათ, თამარ ბაჩალიაშვილის მსგავსად დაგიხოცავთ შვილებსო და რომელი მშობელი გაუძლებს ასეთ ზეწოლას.
რომ დაიჭირეს, მერე აღიარა. რა უნდა ვიფიქრო სხვა, თუ არა, რომ ზეწოლის შედეგად? თავიანთი სტრუქტურის ადამიანი იყო და იმდენი არ იცოდა, რომ ტელეფონი შეეშალა? თამარ ბაჩალიაშვილზე იყო თუ არა საუბარი, არ იცოდა?
პერმანენტულ აქციებს გავმართავ და ყოველდღე მოვალ, დისკომფორტს შევუქმნი. ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ სერგო შუბითიძის ჩვენების საფუძველზე თავიდან დაიწყონ გამოძიება და თავიდან აღიძრას საქმე, ნუ იქნებიან ბოროტებადამცველები და იყვნენ სამართალდამცველები”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ბაჩალიაშვილის მამის თქმით, მისი შვილი ქოლცენტრების საქმეზე მოკლეს და ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე გუშინ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. დღეს შუბითიძის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს და მან სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.
თაგები:
სერგო შუბითიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს