
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მირზა ქოჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გოგბერაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თერჯოლისა და ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
მემორიალთან დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, ხოლო თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელების მონაწილეობით, პერფორმანსი ჩატარდა.
გმირთა მემორიალზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებმაც 9 აპრილის მოვლენებზე, ქართველი ხალხის ერთიანობასა და გმირობის მაგალითებზე ისაუბრეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გმირთა მემორიალზე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი, მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს